მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველი წყვილი ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტური დაიწყო. უკვე სრულად დაკომპლექტდა A ჯგუფის, B ჯგუფისა და C ჯგუფის საუკეთესო სამეულები და 1/16-ფინალური ეტაპის პირველი (ჯერჯერობით ერთადერთი) წყვილიც გაირკვა.
პლეი-ოფის პირველ რაუნდში ერთმანეთს კანადა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ორივე ნაკრებმა თავის ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა. მატჩი კვირას, 28 ივნისს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.
ამ მომენტისთვის ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად 13-მა ნაკრებმა გაინაღდა:
არგენტინა
ბრაზილია
საფრანგეთი
მექსიკა
გერმანია
აშშ
შვეიცარია
სამხრეთ აფრიკა
კანადა
მაროკო
ბოსნია
ნორვეგია
კოლუმბია
დღეს ღამით D, E და F ჯგუფებიც დაკომპლექტდება:
00:00 საათი - კურასაო Vs კოტ-დ'ივუარი
00:00 საათი - ეკვადორი Vs გერმანია
03:00 საათი - იაპონია Vs შვედეთი
03:00 საათი - ტუნისი Vs ნიდერლანდები
06:00 საათი - პარაგვაი Vs ავსტრალია
06:00 საათი - თურქეთი Vs აშშ
🇿🇦 South Africa v Canada 🇨🇦 is the first confirmed pair in R32!
— Football Meets Data (@fmeetsdata) June 25, 2026
Group A replaced Group C in projected bracket, which created a shift in the pairings.
🇰🇷 South Korea now to face G1 (proj. 🇪🇬 Egypt), which made I3 (proj. 🇸🇳 Senegal) switch to the other side to face 🇲🇽 Mexico!
👉… pic.twitter.com/gugAZaQOxK