Belive

,,საზღვარგარეთ გამგზავრების წინააღმდეგნი ვიყავით'' - კუბარსი ვილიარეალთან გაუქმებულ მატჩზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მცველს, პაუ კუბარსის, ჰკითხეს, რა რეაქცია ჰქონდათ კატალონიურ გუნდში მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ვილიარეალთან მატჩი აშშ-ში აღარ ჩატარდებოდა:

,,საზღვარგარეთ გამგზავრების წინააღმდეგნი ვიყავით, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩემპიონატის შეხვედრები ესპანეთში უნდა გაიმართოს.

როგორც ფეხბურთელს, ამ საკითხში ზედმეტად ჩარევა არ შემიძლია.'' - პაუ კუბარსი

გუშინ ლა ლიგამ დაადასტურა, რომ ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩი, რომელიც მაიამიში უნდა გამართულიყო, გაუქმებულია.

ლა ლიგამ ისიც განაცხადა, რომ მატჩის გაუქმების გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მიიღეს, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ესპანეთში არსებულ გაურკვევლობას უკავშირდება. მარკას ინფორმაციით, ამერიკული მხარის გადაწყვეტილებაზე ფეხბურთელების პროტესტმაც იმოქმედა, რომლებსაც შეხვედრის საზღვარგარეთ ჩატარება არ სურდათ.

ვილიარეალისა და ბარსელონას შეხვედრა 20 დეკემბერს, მაიამიში, Hard Rock Stadium-ზე უნდა ჩატარებულიყო. აქამდე ლა ლიგის მატჩი ევროპის ფარგლებს გარეთ არასდროს გამართულა.

სხვა სტატიები