"რეალიდან არანაირი შემოთავაზება არ მაქვს" - მოურინიო ინფორმაციებს უარყოფს
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალის ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ლისაბონის ბენფიკასა და ეშტრელას შორის გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საუბრობს.
"ეს სიმართლეა, ოთხშაბათს ბენფიკამ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა. თუმცა, ახლა მისი ნახვა, შესწავლა და ანალიზი არ მსურს. ამ საკითხს კვირას, ჩვენი მომდევნო მატჩის შემდეგ დავუბრუნდები.
რაც შეეხება მადრიდის რეალს, მათგან არანაირი შემოთავაზება არ მაქვს. სეზონის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილებას მეც და ბენფიკაც ერთობლივად მივიღებთ", - ამბობს ჟოზე მოურინიო.
ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალს 2010-დან 2013 წლამდე წვრთნიდა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 178 მატჩში უხელმძღვანელა. ჟოზემ რეალთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი და სუპერ თასი მოიგო.