ჰანსი ფლიკი: "ინტერთან გავარდნის შემდეგ, ასე არასდროს შემრცხვენია..."
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კოპა დელ რეის 1/2-ფინალში, მადრიდის ატლეტიკომ შინ ბარსელონას უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა - ჰანსი ფლიკმა, სამარცხვინო მარცხი შეაფასა.
"ამ სეზონში ბევრი ვიბრძოლეთ, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით დაბრუნებას და კარგად ყოფნას. ამ შემთხვევაში რთულია, მაგრამ ვეცდებით, მივაღწიოთ ამას.
დღეს ეს ვნახეთ, საფუძვლებს უნდა დავუბრუნდეთ და თავიდან დავიწყოთ ყველაფერი - ატლეტიკოს ფეხბურთელებს მეტი ნებისყოფა და გოლების გატანის მეტი სურვილი ჰქონდათ.
პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ. გუნდურად არ ვითამაშეთ. მოთამაშეებს შორის ძალიან დიდი დაშორებები იყო, არ ვახდენდით პრესინგს. ამის დანახვა ძალიან იმედგამაცრუებული იყო.
სინამდვილეში ვამაყობ ჩემი გუნდით. შეიძლება დღეს არა, მაგრამ სეზონში. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, ბევრი ტრავმის მიუხედავად.
ყველამ ნახა მსაჯობა პირველივე მოქმედებებიდან! არც ერთი ჯარიმა არ დანიშნულა, არც ერთი ყვითელი ბარათი, მსაჯი მათ საშუალებას აძლევდა, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ხისტად ეთამაშათ.
კიდევ რა ვთქვა!? კიდევ რა ვთქვა სინამდვილეში - ინტერთან მარცხის შემდეგ, მე ასე პირველად შევრცხვი და ძალიან იმედგაცრუებული ვარ, თუმცა წინ განმეორებითი მატჩია..." - ჰანსი ფლიკი
ბარსელონასა და ატლეტიკოს 1/2-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 4 მარტს გაიმართება.