Belive

საუკეთესო საკუთარ გუნდში | მიქაუტაძემ ბრესტს დუბლი შეუსრულა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ბრესტმა" "მეცს" უმასპინძლა და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 4:3 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

პირველი ტაიმის მე-6 წუთზე მეცი ისმაელ ტრაორემ დააწინაურა. ამის შემდეგ გიორგიმ ინდივიდუალურად საოცარი მომენტი შექმნა, თუმცა ცარიელი კარის ხაზიდან ბურთი ბრესტის მცველმა გამოიტანა. პირველივე ტაიმში ბრესტმა 3 გოლი გაიტანა, შესვენებიდან 15 წუთში კი მეოთხეც დაამატა და თითქოს ყველაფერი დამთავრდა, 4:1-დან ბრესტს მარტივად უნდა მიეყვანა თამაში გამარჯვებამდე, თუმცა 74-ე და 80-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და სხვაობა 1 ბურთამდე შემცირდა.

საბოლოოდ შეხვედრა 4:3 დასრულდა, გიორგი მიქაუტაძემ კი whoscored-სა და sofascore-გან შესაბამისად (8.6) და (8.1) შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე შემთხვევაში, მეცის რიგებში, საუკეთესო ფეხბურთელობას ნიშნავს.

გიორგის ლიგა 1-ში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მეცი სატურნირო ცხრილის მე-17 (ბოლოს წინა) ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები