გიორგი მიქაუტაძე: "ლა ლიგაში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვილიარეალმა ჟურნალისტებისთვის დიდი პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ახალი ფეხბურთელები კიდევ ერთხელ წარადგინეს.
გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, წარდგენაზე იმყოფებოდნენ კლუბის ახალწვეულები: ტანი ოლუვასეი, სოლომონი და არნაუ ტენასი.
𝗝𝗔 𝗦𝗢́𝗡 𝗚𝗥💛𝗚𝗨𝗘𝗧𝗦! pic.twitter.com/I2nyVdZ1kr
— Villarreal CF (@VillarrealCF) September 11, 2025
წარდგენის შემდეგ, ფეხბურთელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს, სადაც გიორგი მიქაუტაძემაც ისაუბრა.
"ლა ლიგაში თამაში ბავშვობიდან მინდოდა, მეტიც - ლა ლიგაში თამაშზე ვოცნებობდი, რადგან ისეთი ასაკის ვარ, რომ ჩემს ბავშვობაში ამ ლიგაში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ. ბარსელონა, რეალი, ვილიარეალი, სასწაული გუნდები იყვნენ.
ესპანეთში ჩემი მეგობარი - გიორგი მამარდაშვილი თამაშობდა, ახლა მე ვარ აქ და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ ქართველს ვიხილავთ..." - გიორგი მიქაუტაძე
ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა - ქართველი ფეხბურთელი ვილიარეალის ღირსებას 2031 წლამდე დაიცავს და კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ვილიარეალმა ლა ლიგა წაუგებლად დაიწყო და 3 ტურის შემდეგ დაგროვებული 7 ქულით მესამე პოზიციაზეა, შემდეგ მატჩს გიორგი მიქაუტაძის გუნდი მადრიდის ატლეტიკოსთან სტუმრად 13 სექტემბერს გამართავს, სადაც ქართველი ფორვარდის დებიუტი შედგება.