Belive

ოფიციალურად | კილიან მბაპე მანჩესტერ სიტისთან ითამაშებს

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში სიტისა და რეალის დაპირისპირება გაიმართება. შეხვედრა 17 მარტს, 23:55 საათზე დაიწყება.

პრინციპული დაპირისპირების წინ, მადრიდის რეალს კომფორტული 3-ბურთიანი უპირატესობა აქვს - ამ მატჩის წინ კი გუნდს კილიან მბაპე უბრუნდება, რომელმაც მუხლის ტრავმის გამო ბოლო 5 მატჩი გამოტოვა.

კილიან მბაპეს დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა მადრიდის რეალმაც, რომელმაც სათამაშო შემადგენლობაში 27 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი შეიყვანა.

მადრიდის რეალის სათამაშო განაცხადი სიტის წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ წყვილს შორის გამართული პირველი მატჩი 'სამეფო კლუბის' გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. საოცარი მატჩი ჩაატარა ფედერიკო ვალვერდემ, რომელმაც სიტისთან ჰეთ-თრიქი გაიფორმა და რეალს 1/4-ფინალური საგზურისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.

სხვა სტატიები