Belive

საუკეთესო ორივე გუნდში | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნთან მატჩში?

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ბაიერნსა და პსჟ-ს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:

  • Whoscored - 8,4 (ყველაზე მაღალი მატჩში)

  • Sofascore - 8 (ყველაზე მაღალი მატჩში)

  • Flashscore - 8,8 (ყველაზე მაღალი მატჩში)

ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 56-ჯერ შეეხო, კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (2-ჯერ კარში), 15-დან 11 დუელი მოიგო და 31-დან 21 ზუსტი გადაცემა გააკეთა (68%).

პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები