კვარაცხელია: ,,დავინახე, რომ დემბელე მარტო იყო და უბრალოდ ბურთი უნდა მიმეცა''
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ ბაიერნთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ფინალში გასვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცით, რომ არსენალის წინააღმდეგ რთული იქნება. ბაიერნი ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია - ძალიან გაგვიჭირდა, სეზონის ყველაზე მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ასეთ გუნდებთან თამაში შეგვიძლია.
ძალიან ვამაყობთ, რომ ეს კიდევ ერთხელ შევძელით. ფინალისთვის მზად უნდა ვიყოთ - ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია და ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებთ.
ჩემი მონაწილეობა გოლში? ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გოლი სწრაფად გავიტანეთ. დავინახე, რომ დემბელე მარტო იყო და უბრალოდ ბურთი უნდა მიმეცა. მან ძალიან კარგად დააგვირგვინა. ვამაყობ მისით და მთელი გუნდით, რადგან დღეს ვიბრძოლეთ და გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ.
არსენალი პრემიერლიგის მე-5 გუნდია, რომელსაც ამ სეზონში შევხვდებით? ჩვენ ყველა გუნდს პატივს ვცემთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თამაში ვითამაშოთ. დიდად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, უბრალოდ, ჩვენს თამაშს ვამზადებთ და მოედანზე ყველაფერს ვდებთ. რთული იქნება, ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ჩვენ კი უნდა გავიდეთ და ამით სიამოვნება მივიღოთ.'' - ხვიჩა კვარაცხელია
პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.