ჩემპიონთა ლიგის ფინალის არბიტრი ცნობილია
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის ფინალური მატჩის არბიტრი ცნობილია.
30 მაისს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სა და ლონდონის არსენალს შორის გასამართ მატჩს ბუდაპეშტში, გერმანელი დანიელ ზიბერტი განსჯის.
ასევე ცნობილია, რომ ევროპა ლიგის ფინალს ფრაიბურგსა და ასტონ ვილას შორის, 20 მაისს, სტამბულში, ფრანგი ფრანსუა ლეტესიე, 27 რიცხვში, კონფერენს ლიგის გადამწყვეტ მატჩს კი ლაიფციგში, კრისტალ პალასსა და რაიო ვალეკანოს შორის იტალიელი მაურისიო მარიანი უხელმძღვანელებს.
უეფამ 23 მაისს, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, ოსლოში, ულევაალ სტადიონზე ბარსელონასა და ლიონის ოლიმპიკის შეხვედრაზე ტეს ოლაფსონი განამწესა.