ამხანაგურები მოგებით დავასრულეთ - კვარამ ნაკრებშიც გაიტანა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის, ზაფხულის ამხანაგური მატჩები ბაჰრეინთან შეხვედრით დასრულდა - ვილი სანიოლი გუნდმა სპარსეთის ყურის ქვეყანა 2:0 დაამარცხა.
მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო ხვიჩა კვარაცხელიამ და შეუცვლელად ითამაშა. თითქმის უმომენტო პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა სისწრაფეებს მოუმატა, რასაც სტუმრებმა ვეღარ გაუძლეს და ანგარიში 52-ე წუთზე, ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა.
გიორგი კვერნაძე მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდა და თამაშში ბრწყინვალედ ჩაერთო, ფროზინონეს თავდამსხმელმა პენალტი მოიპოვა, რაც გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია (77-ე წუთი). საერთო ჯამში, შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ბაჰრეინელებს კარში ზუსტად არ დაურტყამთ.
რუმინეთთან ფრისა (1:1) და ბაჰრეინთან გამარჯვების (2:0) შემდეგ, ნაკრები დაისვენებს და შემოდგომისთვის, ერთა ლიგის მატჩებისთვის მოემზადება. B დივიზიონში პირველ და მეორე მატჩებს (25 და 28 სექტემბერს) ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიასთან, შემდეგ კი უკრაინასთან ჩავატარებთ (ორივე სახლში).