კვარაცხელია ოცეულს მიღმა | მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES-ის ვერსიით
ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა.
Top ათეულს ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას შემტევი, ლამინე იამალი ლიდერობს, რომელიც 358,1 მილიონ ევროდაა შეფასებული.
სამეულში, ასევე, ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, 227.3 მილიონი) და კილიან მბაპე (რეალი, 165.7 მილიონი) მოხვდნენ.
Top ათეულში ყველაზე მეტი - 2-2 წარმომადგენელი რეალიდან, ბარსელონადან და მანჩესტერ სიტიდანაა.
CIES Football Observatory 100,9 მილიონ ევროდ აფასებს პარი სენ ჟერმენის ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც რეიტინგში 25-ე ადგილს იკავებს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები CIES Football Observatory-ს ვერსიით:
ლამინე იამალი - 358,1 მილიონი ევრო
ერლინგ ჰოლანდი - 227,3 მილიონი ევრო
კილიან მბაპე - 165,7 მილიონი ევრო
მაიკლ ოლისე - 140,5 მილიონი ევრო
მორგან როჯერსი - 136,8 მილიონი ევრო
დეზირე დუე - 133,2 მილიონი ევრო
კენან ილდიზი - 133 მილიონი ევრო
ნიკო ო'რაილი - 125 მილიონი ევრო
არდა გიულერი - 124,8 მილიონი ევრო
პაუ კუბარსი - 124,6 მილიონი ევრო
ალექსანდარ პავლოვიჩი - 105,2 მილიონი ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 100,9 მილიონი ევრო
რასმუს ჰოილუნი - 100,7 მილიონი ევრო
ანტუან სემენიო - 100,7 მილიონი ევრო
რამდენიმე დღის წინ, სატრანსფერო ფასები განაახლა Transfermarkt-მაც, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ მონაცემებს გვთავაზობს. მაგალითისთვის, პორტალი კვარას 140 მილიონ ევროდ აფასებს, მასზე ძვირადღირებული ფეხბურთელები კი მსოფლიოში მხოლოდ ლამინე იამალი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, პედრი, მაიკლ ოლისე და ვინისიუს ჟუნიორი არიან.
Top estimated transfer values as per #CIES statistical model 📊 (with add-ons & for 100% of transfer rights)
— CIES Football Obs (@CIES_Football) June 3, 2026
🥇 #LamineYamal 🇪🇸 €3⃣5⃣8⃣m
🥈 #ErlingHaaland 🇳🇴 €2⃣2⃣7⃣m
🥉 #KylianMbappe 🇫🇷 €1⃣6⃣6⃣m
Top 💯 👉 https://t.co/QfRr07zF2O#Olise 🇫🇷 #Rogers 🏴 #Doue 🇫🇷 #Yildiz 🇹🇷… pic.twitter.com/F2RsaNi6eh