Belive

"ეს სიტყვები ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემს კისერზე ჩამოკიდებული ოქროს მედალი" - ლამინე იამალი

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორიული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. მუნდიალის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა დაუპირისპირდნენ და ფურია როხამ მეტოქე ექსტრა ტაიმში მინიმალური სხვაობით ფერან ტორესის გოლით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ლამინე იამალი ლეო მესის შეხვდა, ესპანელმა ფეხბურთელმა ლეგენდარულ არგენტინელთან შეხვედრა გაიხსენა:

ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ვაღმერთებდი. მატჩის შემდეგ, მის მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატე. მან მითხრა, რომ ასე გამეგრძელებინა და დაამატა, რომ მომავალი ჩვენს თაობას ეკუთვნის. ეს სიტყვები ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემს კისერზე ჩამოკიდებული ოქროს მედალი. - ლამინე იამალი - ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი

სხვა სტატიები