საუკეთესო MLS-შიც: მესიმ რეგულარული გათამაშება ყველაზე მაღალი შედეგებით დახურა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
MLS-ის 2025 წლის სეზონის რეგულარული გათამაშება შედგა. დასკვნით მატჩში ინტერ მაიამიმ ნეშვილს 5:2 აჯობა.
შეხვედრაში 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეუსრულა და სეზონში 29 გოლი დააგროვა. ამასთან, არგენტინელ სუპერვარსკვლავს 19 საგოლე პასი აქვს.
დაგროვებული შედეგებით ლიონელ მესი ამერიკის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა.
ინტერ მაიამიმ რეგულარულ გათამაშებაში მესამე პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფის მერვედფინალში, ნეშვილს შეხვდება.