Belive

სალაჰი: "მესი თუ რონალდუ?! მესი გაცილებით დიდია, ამაზე დავაც სისულელეა"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. მან პრესკონფერენცია გამართა ჟურნალისტებთან, სადაც მოახლოებულ მუნდიალზე ისაუბრა.

მას ასევე დაუსვეს ტრადიციული შეკითხვა - მესი სჯობს თუ რონალდუ, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა.

"მუნდიალისთვის მზადება კარგად მიდის - ბიჭები კარგ სათამაშო კონდიციაში არიან. მე არ მქონდა კარგი სეზონი, იყო ბევრი არეულობა და დაულაგებელი პროცესები ამ სეზონში, თუმცა ნაკრების ფორმის მორგება, თანაც მუნდიალისთვის, სულ სხვა რამ არის ფეხბურთელისთვის, შესაბამისად მე ჩემს მაქსიმუმს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვავლენ.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას (ჟურნალისტს პასუხობს) - მესი თუ რონალდუ?! აქამდე საჯაროდ არ მითქვამს, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ ჩემთვის მესი ბევრად უფრო დახვეწილი და მრავალმხრივ ძლიერი ფეხბურთელია. ამაზე დავაც არ ღირს, ყველას თავის აზრი აქვს და ყველას აზრი პატივსაცემია, მაგრამ სუფთა საფეხბურთო კუთხით, მესი გაცილებით დიდია რონალდუზე და ამაზე დავა სისულელეა..." - მოჰამედ სალაჰი

33 წლის მოჰამედ სალაჰი ეგვიპტის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე მეორედ ითამაშებს (2018, 2026). მას მუნდიალზე 2 გოლი აქვს გატანილი, ორივე 2018 წელს, სადაც რუსეთსა და საუდის არაბეთს გაუტანა.

ეგვიპტის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე G ჯგუფში: ბელგიის, ირანისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სხვა სტატიები