Belive

სასამართლომ ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ ცნო

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველი - ბენჟამინ მენდი, რომელსაც ბრალად 7 ქალის გაუპატიურება ედებოდა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან ოფიციალურად გათავისუფლდა.

ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად წინასწარი დაკავების იზოლატორში ლივერპულში იმყოფებოდა, რომელიც B კატეგორიის გახლავთ და რომელსაც სახელად "Altcourse"-ი ეწოდება, შემდეგ კი იგი ქალაქ მანჩესტერში, A კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, სახელად – "Strangeways".

ამ წლის დასაწყისში ის უკვე უდანაშაულოდ ცნეს გაუპატიურების ექვს ბრალდებაში და ერთ სექსუალურ ძალადობაში, დღეს კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელიც თავდაპირველად ვერ შეთანხმდა დარჩენილ ორ ბრალდებაზე, საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება და იგი უდანაშაულოდ ცნო.

შეგახსენებთ, რომ ბენჟამინ მენდის ფეხბურთი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება თუ არა მენდი პროფესიონალურ ფეხბურთს.

სხვა სტატიები