Belive

სანიოლი: "ორივე გუნდი მაქსიმალურად შეეცდება 3 ქულის მოპოვებას"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს. მატჩი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.

შოტლანდიის ნაკრებმა 6 მატჩში 15 ქულას მოუყარა თავი და შედეგად, მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს. რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს გუნდს მესამე ადგილისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია.

მატჩის წინ, მედიასთან კომენტარი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

შოტლანდიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, წინ რთული მატჩი გველოდება. ჩვენს გუნდში ძალიან კარგი გარემოა. სექტემბრის რთული შეხვედრების შემდეგ, ოქტომბერმა კარგად ჩაიარა და ფეხბურთელები მთლიანად ხვალინდელ მატჩზე არიან კონცენტრირებულები. ორივე გუნდი მაქსიმალურად შეეცდება 3 ქულის მოპოვებას, არა მგონია, მატჩმა უგოლოდ ჩაიაროს.

გასული სეზონი, ხვიჩას კვარაცხელიასთვის ძალიან კარგი იყო. ფეხბურთში, რაც არ უნდა კარგი სეზონი ჩაატარო, მომავალ წელს მინიმუმ იგივე დონეზე უნდა ითამაშო. მიმდინარე სეზონში, პრობლემა არამარტო ხვიჩას, არამედ ნაპოლის აქვს. ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ამ მდგომარეობიდან უფრო ძლიერი გამოვა.

ინდივიდუალურ დონეზე, გიორგი ჩაკვეტაძის პროგრესით აღფრთოვანებული ვარ აქვს, ეს დიდი შრომის შედეგია. - ვილი სანიოლი

კომენტარი გააკეთა ასევე "აიაქსის" შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც საკუთარ მოტივაციას გაუსვა ხაზი.

100%-ით მოტივირებული ვარ, მსურს, რომ დავეხმარო ჩემს გუნდს. მაქსიმალურად ვიხარჯები ვარჯიშებზე, ვაგრძელებ შრომასა და მონდომებას. ჩემი ოჯახი მიჭერს მხარს, რაც ძალიან მეხმარება. რთული პერიოდი მეცშიც მქონდა, რომელიც გადავლახე და იმედია, იმავე გზას აიაქსშიც გავივლი. - გიორგი მიქაუტაძე

სხვა სტატიები