Belive

სალვადორში ჭყლეტის შედეგად მოედანზე 12 ადამიანი დაიღუპა

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

სალვადროში ერთ-ერთი საფეხბურთო თამაში დიდი ტრაგედიით დასრულდა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოედანზე ჭყლეტის შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

Fox Sports იუწყება, რომ "კუსკატლანის" სტადიონზე გამართულ თამაშზე 500-ზე მეტ ადამიანს ექიმები ადგილზევე მკურნალობდნენ, 100-ზე მეტი გულშემატკივარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტრაგედია დედაქალაქ სან-სალვადორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 250 კილომეტრში "ალიასნსასა" და "დევპორტივო FAS-ს" დაპირისპირებისას მოხდა. თამაში მატჩის დაწყებიდან 16 წუთში შეწყდა, მას შემდეგ რაც 44 000 კაციან სტადიონზე ჭყლეტა დაიწყო. ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ კადრებში ჩანდა, თუ როგორ დაიწყო ქაოსი.

No description available.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ჭყლეტის დაწყების მიზეზი მოედანზე უბილეთო გულშემატკივრის შესვლის მცდელობა იყო. FAS-ის მეკარე ხერსონ ლოპესი პირველი იყო, რომელიც გულშემატკივარი გადასარჩენად მოედანზე შეიყვანა.

თავდაპირველმა ცნობებმა დაადასტურა, რომ ჭყლეტვის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, თუმცა, მათი რიცხვი რამდენიმე საათში გაიზარდა.

„სალვადორის ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კუსკატლანის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ ასევე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი წუხილი ამ ინციდენტში დაზარალებულთა და დაღუპულთა ნათესავების მიმართ“. - წერია სალვადორის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულ ტრაგედიას სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება აუცილებლად დაიწყება.

”ყველა გამოძიებას დაექვემდებარება – გუნდები, მენეჯერები, სტადიონი, ბილეთების ოფისი, ლიგა, ფედერაცია და ა.შ. ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, ისინი დაუსჯელი არ დარჩებიან.”

სხვა სტატიები