მოლაპარაკებები დაიწყო - ერიკ ტენ ჰაგს აიაქსში აბრუნებენ
აიაქსი დალაგებას კვლავ ვერ ახერხებს და არასტაბილური ფეხბურთის თამაშს განაგრძობს - ამსტერდამელები გარდა შიდა ჩემპიონატისა, ჩემპიონთა ლიგაზეც საშინლად გამოიყურებიან და გავლილი 4 ტურის შემდეგ, ისინი ჩემპიონთა ლიგის ბოლო, 36-ე პოზიციაზე 0 ქულით იმყოფებიან. აიაქსს 1 გოლი აქვს გატანილი და 14 გოლი გაშვებული, ამ შედეგის გამო კი კლუბი უკვე სერიოზულად ფიქრობს, რომ ამსტერდამულ გრანდში ჯონ ჰეიტინგას დღეები დათვლილია.
პარალელურად ნიდერლანდურ მედიაში უკვე აქტიურად იწერება, რომ ჰეიტინგას პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, აიაქსი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ტენ ჰაგს დააბრუნებს, რომელსაც ამ კლუბში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს.
ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტენ ჰაგსა და აიაქსის მესვეურებს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა და ამ კვირაში მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შევა.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: AFC Ajax held a meeting with Erik ten Hag this week. 👀
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) November 6, 2025
(Source: @ADnl)
Do you think he’ll return to his former club? 🤔 pic.twitter.com/hXB1EdCot4
55 წლის ნიდერლანდელ მწვრთნელს აიაქსში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს - იგი კლუბში 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით მუშაობდა, რა პერიოდშიც მან ბრწყინვალე აიაქსი შექმნა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშიც კი ითამაშა.
ტენ ჰაგმა აიაქსში 215 მატჩი ჩაატარა, რა პერიოდშიც 159 თამაში მოიგო, 27-ჯერ ფრე ითამაშა, ხოლო 29-ჯერ დამარცხდა. ამ პერიოდში ტენ ჰაგმა აიაქსს ერედივიზიონი 3-ჯერ, ნიდერლანდების თასი 2-ჯერ, ხოლო ნიდერლანდების სუპერთასი ერთხელ მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა ბოლოს ლევერკუზენში იმუშავა, თუმცა ძალიან ცოტა ხნით. ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა. ლევერკუზენში 2 თვიანი მუშაობის სანაცვლოდ თითქმის 6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. 55 წლის სპეციალისტი გერმანულ გუნდში ივნისის დასაწყისში დაინიშნა, 3 მატჩის შემდეგ კი მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად მიიღო.