კერიკი: "10 კაციან ნიუკასლთან სათამაშოდ მზად არ ვიყავით, ამიტომ დავმარცხდით"
პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, ძალიან კარგ ფორმაში მყოფი მანჩესტერ იუნაიტედი ნიუკასლს 'სენტ ჯეიმს პარკზე' ესტუმრა და 2:1 დამარცხდა.
ეს მარცხი პირველი იყო კერიკის მანჩესტერ იუნაიტედურ კარიერაში. გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია 'წითელი ეშმაკების' თამაშმა, რადგან მანჩესტერი 10-კაციან ნიუკასლთან თამაშს ვერ ამწვავებდა და საბოლოოდ მატჩი დათმეს.
ამ მარცხის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის 44 წლის თავკაცმა საინტერესო კომენტარი გააკეთა, რასაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და დაცინვა მოჰყვა.
"ჩემი მოთამაშეები ტაქტიკურად 11 კაცის წინააღმდეგ სათამაშოდ მოვამზადე, ასე რომ, როდესაც ისინი 10 დარჩნენ, ჩემი სათამაშო გეგმა მთლიანად მოიშალა, ამიტომაც წავაგეთ.
ეს მარცხი ჩემი ბრალია და საკუთარ თავზე ვიღებ - გუნდი ვერ გავმართე 10 კაციან კლუბთან და რეალური საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო, მას შემდეგ რაც აქ დავბრუნდი..." - მაიკლ კერიკი
შეგახსენებთ, რომ მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 'წითელმა ეშმაკებმა' კლუბიდან რუბენ ამორიმი გაუშვეს.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ კერიკმა მანჩესტერში დაბრუნების შემდეგ ნიუკასლთან მე-8 მატჩი გამართა და პირველად დამარცხდა. 44 წლის ინგლისელმა თავკაცმა 8-დან 6 მატჩი მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, ხოლო ნიუკასლთან პირველად დამარცხდა.
მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგაში მესამე პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. 'წითელ ეშმაკებს' ასტონ ვილას მსგავსად 51 ქულა აქვთ.
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ ასტონ ვილას დაუპირისპირდება. მატჩი 15 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.