რომელი უფრო კომფორტულია? | დე ბრუინემ კონტე და გვარდიოლა შეადარა
კევინ დე ბრუინე ნაპოლის თავისუფალი აგენტის სტატუსით, გასულ თვეში შეუერთდა - მას შემდეგ, რაც ბოლო ათწლეული მანჩესტერ სიტიში გაატარა. მისასალმებელი ჟესტის სახით, კლუბმა დე ბრუინეს მარადონას ნომრიანი შორტები ჩააცვა და პირველი ვარჯიში ასე ჩაატარებინა. ბელგიელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ გაკვირვებული დარჩა იმით, რომ კლუბმა მას საკულტო მოთამაშის საფირმო მაისურის ტარების უფლება მისცა, თუმცა ამ ჟესტს "დიდი პატივი“ უწოდა.
უკვე ცნობილია, რომ კევინ დე ბრუინე ნაპოლიში 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
წინასასეზონო მომზადების დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კევინ დე ბრუინეს საინტერესო კითხვა დაუსვა და თხოვა, რომ ერთმანეთისთვის პეპ გვარდიოლა და ანტონიო კონტე შეედარებინა.
,,პეპ გვარდიოლასა და ანტონიო კონტეს თამაშის ორი განსხვავებული სტილი აქვთ. პეპი, ბურთის კონტროლსა და ბურთის ფლობას უფრო ყურადღებით ადევნებს თვალს და უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, კონტე კი თამაშში უფრო სტრუქტურირებულია და მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მენტალიტეტს.
პეპი უფრო მეტად სივრცეზე მუშაობს, კონტესთვის კი მნიშვნელოვანია, რომ გუნდში საბრძოლო შემართება იყოს..." - კევინ დე ბრუინე
დე ბრუინე მანჩესტერ სიტის ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა, რა დროშიც ყველა ტურნირის ეგიდით 422 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაიტანა 108 გოლი და გააკეთა 177 საგოლე გადაცემა. მან მანჩესტერულ კლუბში ყოფნის პერიოდში 6 პრემიერ ლიგა, 5 ლიგის თასი, 2-ჯერ FA თასი, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მანჩესტერ სიტის გარდა ბელგიელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა კლუბში ირიცხებოდა, ესენია: გენკი, ჩელსი, ვერდერი, ვოლფსბურგი.