სუარესი ნაკრებში დაბრუნდა | 39 წლის ფორვარდს მუნდიალზე თამაში სურს
ინტერ მაიამისა და ურუგვაის ნაკრების 39 წლის ფორვარდმა - ლუის სუარესმა, ურუგვაის ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა და მისი ოცნება, 2026 წლის მუნდიალზე თამაშია.
39 წლის ფორვარდი და ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, 2026 წლის მუნდიალისთვის, ურუგვაის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა.
🇺🇾🔙 Luis Suarez (39) is happy to come out of international retirement for Uruguay at the World Cup, despite retiring in 2024... ✅
— EuroFoot (@eurofootcom) May 13, 2026
Suarez: "At the time, I stepped aside to make way for the younger generation. I said something I shouldn't have said. I have already apologised to… pic.twitter.com/7Ud9oiDYMU
მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესი 2024 წელს ეროვნული ნაკრებიდან ოფიციალურად წავიდა, ამის მიზეზი კი ახალგაზრდებისთვის ასპარეზობის დათმობა იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 39 წლის ფორვარდმა გადაწყვიტა, რომ 2026 წლის მუნდიალისთვის ნაკრებში დაბრუნდეს და კარიერის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშოს.
მიუხედავად მძიმე ტრავმებისა და უთამაშებლობის ფონზე, სუარესმა მაინც გადაწყვიტა ნაკრებში დაბრუნება. მას მიმდინარე სეზონში MLS-ში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლუის სუარესი 69 გატანილი გოლით ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას ეროვნულ ნაკრებში კი ჯამში 143 მატჩი აქვს ჩატარებული.
ურუგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H ჯგუფში: საუდის არაბეთთან, ესპანეთთან და კაბო ვერდესთან იასპარეზებს.