Belive

საგოლე პასი პირველ ტურში - რა შეფასება მიიღო მიქაუტაძემ?

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, რასინგმა ვილიარეალს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა გიორგი გულიაშვილი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. სტუმართა მხრიდან კი შეუცვლელად ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე 34-ე წუთზე, სანტანდერელები 2-ბურთით იგებდნენ. ჯერ ანდრეს მარტინმა გაიტანა პენალტიდან, შემდეგ კი სერხიო მარტინესმა აიღო "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კარი.

ვილიარეალმა მატჩში გარდატეხის შეტანა პირველივე ტაიმში შეძლო - 45-ზე პაპე გეიემ შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, მიქაუტაძის პასით, ნიკოლა პეპემ გაიტანა ლამაზი გოლი. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

გიორგი მიქაუტაძემ კარში 4-ჯერ დაარტყა, საიდანაც ჩარჩოში ბურთი ორჯერ წავიდა და მეკარეს მოუხდა თამაშში ჩართვა - ქართველის შეფასება 6.4-დან 7.2-დეა (sofascore-სა და whoscored-ის მიხედვით).

შემდეგ ტურში, ორივე გუნდი სტუმრად ითამაშებს: ვილიარეალი ატლეტიკოსთან, ხოლო რასინგი - ხეტაფესთან.

სხვა სტატიები