არა მიქაუტაძე, არამედ მისი გუნდელი | ფლიკმა ფორვარდის ახალი კანდიდატურა დაასახელა
ბარსელონა თავდასხმის ხაზის გაძლიერების ვარიანტებს აქტიურად განიხილავს, თუმცა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელი ფორვარდის, ხულიან ალვარესის ტრანსფერის განხორციელება სულ უფრო რთულდება. 'Radi marca'-ს ჟურნალისტ დავიდ სანჩესის ცნობით, თუ ატლეტიკოს თავდამსხმელის გადმობირება საბოლოოდ ჩაიშლება, მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კლუბის ხელმძღვანელობას მოულოდნელი კანდიდატურა შესთავაზა.
ეს დასახელებული ფეხბურთელი ვილიარეალის თავდამსხმელი აიოზე პერესია. სანჩესის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტი 32 წლის ესპანელის თამაშს მაღალ შეფასებას აძლევს და ალვარესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, სწორედ მას მიიჩნევს ყველაზე რეალურ და ოპტიმალურ ვარიანტად.
📻 Noticia @RadioMARCA: Ayoze Pérez, en la órbita del Barça https://t.co/KFC7YTI68a #Fichajes
— MARCA (@marca) August 18, 2026
ხულიან ალვარესი ბარსელონასთვის ჯერ კიდევ ნომერ პირველი სამიზნეა, თუმცა გარიგება ამ ეტაპზე „თითქმის შეუძლებლად“ გამოიყურება. სწორედ ამან აიძულა დეკუს და ფლიკს, სათადარიგო გეგმაზე მუშაობა დაეწყოთ.
აიოზე პერესს „ყვითელ წყალქვეშა ნავთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად დაახლოებით 30 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა კლუბებს შორის ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა არსებობს.
ესპანელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ თუ ბარსელონა ვილიარეალთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს წამოიწყებს, თავად ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს, რომ კატალონიურ გრანდში ტრანსფერი შედგეს.