Belive

საგოლე პასი და მოგება | ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება არსენალთან მატჩში

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,არსენალი'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ხვიჩამ Whoscored-სგან, ჯანლუიჯი დონარუმასთან ერთად, ყველაზე მაღალი - 7.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), 18-დან 8 დუელი მოიგო და 18-დან 17 ზუსტი გადაცემა გააკეთა (94%).

7.9 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashscore-მა (უფრო მაღალი შეფასება მხოლოდ დონარუმას ჰქონდა), 7.4-ით კი - Sofascore-მა.

,,პსჟ-სა'' და ,,არსენალს'' შორის საპასუხო მატჩი მომავალ ოთხშაბათს, 7 მაისს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები