ნიცა Vs პსჟ | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა
შაბათს ღამით, საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში, პარი სენ ჟერმენი ნიცას ესტუმრება. მატჩი 00:05 საათზე დაიწყება.
რამდენიმე ვებგვერდმა შეხვედრის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა.
Goal.com-ის ვერსია | საფონოვი - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, კვარაცხელია, დემბელე, დუე.
Whoscored-ს ვერსია | საფონოვი - მენდეში, პაჩო, ზაბარნი, ზაირ-ემერი, ვიტინია, დრო ფერნანდესი, მაიულუ, კვარაცხელია, დემბელე, დუე.
Flashscore-ს ვერსია | საფონოვი - მენდეში, პაჩო, ზაბარნი, ზაირ-ემერი, ვიტინია, დრო, მაიულუ, კვარაცხელია, დემბელე, დუე.
პარიზულ კლუბს ტრავმის გამო აშრაფ ჰაკიმი, ბრედლი ბარკოლა, ფაბიან რუისი და კენტენ ნჯანტუ დააკლდებიან.
ლიგა 1-ის 25 მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდს 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ნიცა კი 27 ქულით (26 მატჩში) მე-15 ადგილს იკავებს.