Belive

ინტერის ყოფილი პრეზიდენტი, ერნესტო პელეგრინი გარდაიცვალა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერი გლოვობს თავისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტის, ერნესტო პელეგრინის დაკარგვას, რომელიც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, როდესაც „ნერაძური“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-სთან ითამაშებს. მილანური კლუბის წევრები მინდორზე შავი სამკლავურებით გავლენ.

პელეგრინიმ კლუბი 1984 წელს ივანოე ფრაიცოლისგან გადაიბარა და ინტერის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ეპოქას ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობითა და ჯოვანი ტრაპატონის მწვრთნელობით, ინტერმა 1988-89 წლებში სკუდეტო მოიგო, რითაც სერია A-ს 18-გუნდიან სეზონში ქულების ახალი რეკორდი დაამყარა - მაშინ გამარჯვება 2 ქულით ფასდებოდა.

პელეგრინიმ გუნდში მოიყვანა ისეთი ვარკვლავები, როგორებიც ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე, იურგენ კლინსმანი და კარლ-ჰაინც რუმენიგე არიან - მოთამაშეები, რომლებმაც ეპოქის განსაზღვრაში დიდი წვლილი შეიტანეს. მისი პრეზიდენტობის დროს ინტერმა მოიგო უეფას ორი თასი (1991, 1994) და იტალიის სუპერთასი (1989).

სხვა სტატიები