ლუის ენრიკე: ,,ყველა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, პატივს გვცემს''
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩელსისთან მოგების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
„ასეთი გამარჯვება სასიამოვნოა. პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, სტუმრად თამაშის სირთულეებზე ვსაუბრობდით, თუმცა დღეს საღამოს დავამტკიცეთ, რამდენად ძლიერები ვართ. ბედნიერები ვართ და გვსურს, ასე გავაგრძელოთ.
მთავარი შედეგი კი არა, არამედ ისაა, თუ როგორ მიაღწიე ამ შედეგს. უმაღლესი დონის კონტრშეტევები გვქონდა და თამაშს ვაკონტროლებდით. ეს გამარჯვება სრულიად დამსახურებულია. ჩვენ ვიცით, როგორი გუნდი ვართ და ვიცით, საით მივდივართ.
ჩელსი გოლის გატანას იმსახურებდა, განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობიდან. ჩვენი მენტალიტეტი და სათამაშო სტილი გამოვავლინეთ, რაც პსჟ-ს მთავარი გასაღებია.
ყველა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, პატივს გვცემს, რადგან იციან, თუ როგორი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ. პატივისცემა, რომელსაც სხვა გუნდებისგან ვგრძნობთ, შესანიშნავია. სასიამოვნოა ამ გუნდში ყოფნა და მეოთხედფინალურ ეტაპს მოუთმენლად ველით.
გულშემატკივრები? როგორც ყოველთვის, ნამდვილი დღესასწაული იყო! ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა, რომელსაც მათ ვუძღვნით.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში პარი სენ ჟერმენმა ჩელსი 8:2 დაამარცხა.
ლუის ენრიკეს გუნდის მომავალი მეტოქე ლივერპული ან გალათასარაი იქნება.