Belive

საფრანგეთში წლის საუკეთესოთა ნომინანტებში ზურიკო მოხვდა, ხვიჩა - ვერა

15 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, წლის საუკეთესოობისთვის მებრძოლთა სიები გამოქვეყნდა. UNFP-მა (პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი) გამოავლინა ყველა ნომინანტის სახელი სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის ინდივიდუალური ჯილდოების მიღების პრეტენდენტებიც.

გასულ წელს „ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშის“ ტიტულის მფლობელი უსმან დემბელე გახდა - ფრანგი ახლაც არის ნომინანტებს შორის.

ფეხბურთის UNFP-ის დაჯილდოება არის ცერემონია, რომელსაც ყოველწლიურად აწყობს ფეხბურთელების ეროვნული კავშირი (UNFP). საფრანგეთის ლიგა 1-ში, ლიგა 2-სა და ქალთა პირველ დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელებს, ასევე მენეჯერებსა და მსაჯებს პრესტიჟული ჯილდოები გადაეცემათ - ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია ლიგა 1-ის წლის საუკეთესო მოთამაშეობაა.

კატეგორიიები და ნომინანტები:

საუკეთესო მწვრთნელი ლიგა 1-ში:
ლუის ენრიკე (პსჟ)
ბრუნო ჯენესიო (ლილი)
ოლივიე პანტალონი (ლორიენი)
პიერ საჟი (ლანსი)
პაულო ფონსეკა (ლიონი)

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიგა 1-ში:
უსმან დემბელე (პსჟ)
ვიტინია (პსჟ)
ნუნო მენდესი (პსჟ)
მეისონ გრინვუდი (მარსელი)
ფლორიან ტოოვინი (ლანსი)

საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი (საზღვარგარეთ):

უგო ეკიტიკე (ლივერპული)
უილიამ სალიბა (არსენალი)
რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი)
მაიკლ ოლისე (მიუნხენის ბაიერნი)
კილიან მბაპე (მადრიდის რეალი)

ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი:

დეზირე დუე (პსჟ)
ჟოაო ნევეში (პსჟ)
უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
ბარკო (სტრასბურგი)
აიუბ ბუადი (ლილი)

ხვიჩა კვარაცხელია, არცერთ კატეგორიაში არ არის დასახელებული, სამაგიეროდ, ზურიკო დავითაშვილს შანსი აქვს, ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი:

მარტინ ადელინი (ტროა)
ტაუფიკ ბენტაები (ტროა)
ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი)
ჯოვანი ვერსინი (პო)
ენცო ბარდელი (დუნკერკი)

სხვა სტატიები