Belive

საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლური გუნდი Whoscored-ის ვერსიით

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა WhoScored-მა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომლებმაც საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024-2025 წლების სეზონში ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

გუნდში ყველაზე მეტი - 3-3 ფეხბურთელი ,,პარი სენ ჟერმენიდან'' და ,,სტრასბურიდან'' მოხვდა.

სეზონში ყველაზე მაღალი - 7.65-ქულიანი შეფასება უსმან დემბელემ მიიღო, ამ მხრივ მეორე ადგილს მეისონ გრინვუდი (7.38) იკავებს, მესამეზე კი - ანდრეი სანტოსია (7.33).

WhoScored-ის ვერსიით ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე - ჯორჯე პეტროვიჩი (სტრასბური)

მცველები - აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ჯუბალი (ოსერი), ტილო კერერი (მონაკო), დიეგო მორერია (სტრასბური)

ნახევარმცელები - ბრედლი ბარკოლა (პსჟ), რაიან შერქი (ლიონი), გაეტან პერენი (ოსერი), ანდრეი სანტოსი (სტრასბური)

თავდამსხმელები - უსმან დემბელე (პსჟ), მეისონ გრინვუდი (მარსელი),

სხვა სტატიები