Belive

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით უახლესი ცნობები გამოქვეყნდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონის ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე უახლეს დეტალებს თურქი სატრანსფერო ექსპერტი ეკრემ კონური აქვეყნებს. წყაროს ცნობით ჟორჟი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდების დაინტერესების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ფეხბურთელი იქნება.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ვესტ ჰემი ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ფუნტს (20 მილიონი ევრო) + ბონუსების გადახდას აპირებდა, მაგრამ აღნიშნული შეთავაზება დაიბლოკა. გიორგი მიქაუტაძეს ყურადღებით აკვირდებიან გალათასარაი, ფენერბაჰჩე და ტოტენჰემი, ასევე საუდის არაბეთის კლუბები მზად არიან, რომ ქართველის სანაცვლოდ ლიონს დიდი შეთავაზებები გააკეთონ.

სხვა სტატიები