Belive

"გადავწყვიტე, რომ ამ ზაფხულს კლუბი დავტოვო" - ჰეუნ მინ სონი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოტენჰემის სამხრეთ კორეელმა შემტევმა, ჰეუნ მინ სონმა ლონდონური კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 33 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტოტენჰემი სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში სეულში იმყოფება, სადაც სონი, ხვალ ნიუკასლის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბისთვის ბოლო შეხვედრა მან შესაძლოა სწორედ მშობლიურ ქვეყანაში ჩაატაროს.

წინასწარი ინფორმაციით სონი კარიერას MLS-ის კლუბ ლოს ანჯელესში გააგრძელებს.

გადავწყვიტე, რომ ამ ზაფხულს კლუბი დავტოვო. კლუბს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ამ გადაწყვეტილების მიღებაში გვერდით მიდგას. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, რადგან საოცარი მოგონებები მაკავშირებს.

საკუთარი თავის გასაძლიერებლად ახალი გარემო მჭირდება. ჩრდილოეთ ლონდონში 10 წლის წინ ჩამოვედი და ეს საკმაოდ დიდი დროა, ძალიან პატარა ასაკში, 23 წლის წლის მოვედი კლუბში, ახლა კი როგორც ზრდასრული მამაკაცი ძალიან ამაყად ვტოვებ ლონდონს.

მინდა მადლობა გადავუხადო სპურსის ყველა გულშემატკივარს ასეთი სიყვარულისთვის. იმედი მაქვს, დამშვიდობებაც დროულია და სწორი დროა გადაწყვეტილების მისაღებად.

ბევრი დრო დავხარჯე იმაზე ფიქრში, მინდოდა თუ არა ფეხბურთის სხვა გარემოში გამოცდა და ეს საუბრები საკუთარ თავთან არაერთხელ მქონდა. - ჰეუნ მინ სონი

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ტოტენჰემს 2015 წელს ლევერკუზენიდან შეუერთდა და 454 მატჩში 173 გოლი, 101 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სონმა გუნდში ყოფნისას ერთადერთი ტიტული მოიგო, გასულ სეზონში ტოტენჰემმა ევროპა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა.

სხვა სტატიები