Belive

ლუის ენრიკე: "ბაიერნი ახალ სეზონში დაუმარცხებელია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის წინ, სადაც პსჟ შინ დაუმარცხებელ ბაიერნს დაუხვდება, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა - ლუის ენრიკემ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბაიერნის შესახებ ისაუბრა.

"ვერ გეტყვით, რომ ხვალინდელი თამაში გადაწყვეტს, თუ ვინ არის დღეს ევროპის საუკეთესო კლუბი, ამის გასაგებად, სეზონის ბოლომდე მოგვიწევს ლოდინი.
უნდა ვნახოთ, რამდენ ტიტულს მოიგებს თითოეული გუნდი. ამ ეტაპზე ცხადია - ბაიერნი ძალიან ძლიერი გუნდია. მათ 15/15 მატჩი მოიგეს. ვიცით მატჩის სირთულე. მზად და მოტივირებულები ვართ თამაშის მოსაგებად.

თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ვიცით, რამდენად რთულია ზედიზედ 3-4 მატჩის მოგება. თხუთმეტი მატჩი - ეს საოცარია. ისინი დიდ პატივისცემასა და ქებას იმსახურებენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და დავძლიოთ მათი ზეწოლა.

გამარჯვებისთვის შესანიშნავი თავდაცვითი და შემტევი თამაში იქნება საჭირო და ჩვენ ამისთვის მზად ვართ... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სრულად გამოჯანმრთელდა უსმან დემბელე და ვადასტურებ, რომ იგი ხვალინდელ თამაშში ითამაშებს, რამდენი ხანი და როგორ, ამას ხვალ ყველა ერთად ვნახავთ." - ლუის ენრიკე

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, პსჟ შინ, მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ ბაიერნს მიიღებს. მატჩი 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები