სადებიუტო გუნდი სამწვრთნელო კარიერაში - რაული ოვიედოს ჩაიბარებს
მადრიდის რეალისა და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა - რაული, პროფესიონალურ დონეზე სამწვრთნელო კარიერას იწყებს.
48 წლის სპეციალისტი რეალ ოვიედოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ასტურიული კლუბის ხელმძღვანელობამ საკმაოდ მკაცრი და მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხულიან კალერო პოსტიდან დაითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა ბოლო ტურში კადისთან მოიგო და ლა ლიგაში აღზევების შანსი შეინარჩუნა. კლუბის მფლობელი კომპანია 'Grupo Pachuca'-ს ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ სეგუნდა დივიზიონში დასახული მიზნების მისაღწევად სამწვრთნელო სკამზე ცვლილებები აუცილებელი იყო.
Gracias, Julián Calero 🫂💙
— Real Oviedo (@RealOviedo) November 9, 2026
📲 https://t.co/kildBTvEmn#RealOviedo 🔵⚪️ pic.twitter.com/dg9weabr5X
რაულისთვის ეს სერიოზული გამოწვევაა რეალ მადრიდ კასტილიაში გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, სადაც ახალგაზრდა ტალანტებს წვრთნიდა, მას ახლა პირველი გუნდის გაძღოლა მოუწევს. ოვიედო უკვე დიდი ხანია ფიქრობს ლა ლიგაში დაბრუნებაზე (შარშან იყვნენ და გავარდნენ) და ლეგენდარულ თავდამსხმელს სწორედ ამ ამოცანის შესრულება დაევალება.
საინტერესოა ისიც, რომ ოვიედოში რაულს ოჯახური გარემო დახვდება: მისი ვაჟი, ჰექტორ გონსალესი, კლუბის სარეზერვო გუნდის ცენტრალური ნახევარმცველია, რაც სეზონს დამატებით ინტრიგას სძენს.
🚨 RAÚL 🇪🇸 VA DEVENIR LE NOUVEL ENTRAÎNEUR DU REAL OVIEDO ! 💙🤍
— Actu Foot (@ActuFoot_) November 9, 2026
Quelques détails restent à régler avant la signature de son contrat jusqu’en 2028. ✍️
Il a entraîné le Real Madrid Castilla de 2019 à 2025.
🗞️ @MarioCortegana pic.twitter.com/0slmqaVrEQ
ახალ დამრიგებლებს დიდი დრო არ ექნება - რაულს ელ-რეკესონის საწვრთნელ ბაზაზე სულ რაღაც ერთი კვირა აქვს გუნდის მოსამზადებლად. 52 წლის სპეციალისტის დებიუტი შაბათს, საკუთარ მოედანზე, ჟირონას წინააღმდეგ შედგება. ეს მატჩი სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვს და უმაღლესი დივიზიონის საგზურისთვის იბრძვის.