Belive

იამალი ჩეხეთთან მატჩს გამოტოვებს და ინგლისთან შეხვედრაში დაბრუნებას გეგმავს

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი - ლამინ იამალი, 12 ნოემბერს პრაღაში ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში გამოაკლდება.

ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავს, ლამინ იამალს, მარჯვენა მუხლში დისკომფორტი აწუხებს, რის გამოც სამედიცინო შტაბმა მისი რისკის ქვეშ დაყენება არ ისურვა. ფეხბურთელი დროებით ბარსელონაში დარჩება და სარეაბილიტაციო პროცედურებს გაივლის.

თუმცა, „ფურია როხას“ გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავიც არის - მოსალოდნელია, რომ იამალი გუნდს უახლოეს დღეებში შეურთდება და 15 ნოემბერს, მადრიდში, ინგლისის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართ პრინციპულ დაპირისპირებაში თამაშს დიდი ალბათობით შეძლებს.

იამალის გარდა, ესპანელებს პრაღურ მატჩში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდებათ - მიკელ ოიარსაბალი გრიპის ვირუსის გამო განაცხადში ვერ მოხვდა და ჩეხეთთან შეხვედრას ისიც გამოტოვებს.

სხვა სტატიები