Belive

"ეს სიგიჟეა" - რობერტ ლევანდოვსკი იამალს კარიერის შესახებ აფრთხილებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

რობერტ ლევანდოვსკიმ ლამინ იამალის სწრაფ აღმასვლაზე ისაუბრა და ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავის წინაშე არსებული გამოწვევები გულწრფელად შეაფასა. პოლონელი თავდამსხმელი ყოფილი თანაგუნდელის ნიჭით აღფრთოვანებულია, თუმცა მისი შეფასებით, ამ ასაკში ასეთ დონეზე თამაში, ხანგრძლივი წარმატების შენარჩუნებას ართულებს.

იამალი საფეხბურთო სამყაროში შთამბეჭდავად გამოჩნდა და ასაკის მიუხედავად, ბარსელონას ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ლევანდოვსკი, რომელიც ამჟამად MLS-ში, ჩიკაგო ფაიერის ღირსებას იცავს, იამალის პირველი ნაბიჯების მომსწრე იყო. პოლონელი თავდამსხმელი "ლა მასიას" აღზრდილს პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც ლამინი, სულ რაღაც 15 წლის იყო.

იცით, იამალის მამაზე ორი წლით უფროსი ვარ. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ითამაშო ფეხბურთელთან, რომელიც შეიძლებოდა შენი შვილი ყოფილიყო. ეს სიგიჟეა. თავიდანვე ჩანდა, რომ ის განსხვავებული ტიპის ფეხბურთელი იყო, განსაკუთრებული ტალანტი. ვფიქრობ, მისთვის მთავარი გამოწვევაა, ამ დონეზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშოს.

როდესაც კარიერას ამ ასაკში იწყებ და ასე თამაშობ, ძალიან რთულია მსგავსი საფეხბურთო დონე დიდი ხნით შეინარჩუნო. მაშინ, როდესაც 28, 30 ან 32 წლის ხარ. ახლა ფეხბურთელები ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებენ ფულის გამომუშავებას. ადრე ასე არ იყო. ჩვენ უფრო მეტი მოთმინება გვმართებდა. ახლა კი საკმარისია, რამდენიმე გოლი გაიტანო და ყველაფერი მზადაა. - რობერტ ლევანდოვსკი

იამალისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დონეზე დიდი ხნის განმავლობაში ითამაშოს. 19 წლის ფეხბურთელს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ბევრი იმასაც ვარაუდობს, რომ იამალს ნამდვილი გამოცდა მომდევნო ათწლეულში ელის. ლევანდოვსკიმ ისიც აღნიშნა, რომ ამ გზის წარმატებით გავლა ფრთხილ მიდგომას მოითხოვს.

სხვა სტატიები