Belive

სეზონის საშინელი სტარტი | კრისტალ პალასმა პიერ საჟი გააგდო

6 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრისტალ პალასმა გუნდის მთავარი მწვრთნელი - პიერ საჟი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ავტორიტეტული გამოცემა 'The Athletic'-ის ცნობით, 47 წლის ფრანგი სპეციალისტის წასვლა გარდაუვალი იყო და ის მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის პირველი მსხვერპლი გახდა. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ სანაკრებო პაუზის დროს ახალი მწვრთნელი დაიქირაოს, რათა 21 ნოემბერს ქოვენთრისთან გასამართ შეხვედრას გუნდი ახალი მწვრთნელით შეხვდეს.

„არწივები“ კრიზისში არიან - კვირას საკუთარ მოედანზე ლივერპულთან განცდილი მარცხი (1:3) მათთვის ზედიზედ მეოთხე წარუმატებლობა აღმოჩნდა ჩემპიონატში. შედეგად, პალასი ნოემბრის სანაკრებო პაუზას სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე, 10 მატჩიდან მოპოვებული სულ რაღაც 7 ქულით ხვდება.

საჟის ხელში გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს: გაშვებული 24 გოლი ლიგაში უარესი მაჩვენებელია, ხოლო ერთადერთი მშრალად შენახული კარი წინა სანაკრებო პაუზამდე ლიდსთან 0:0 დასრულებულ შეხვედრაში დაფიქსირდა.

ვაკანტური პოსტის მთავარ კანდიდატებს შორის ტომას ფრანკი სახელდება, რომელიც თებერვალში ტოტენჰემიდან დაითხოვეს და ამჟამად უგუნდოდაა. განხილვის პროცესშია ნოტინგემ ფორესტის ორი ყოფილი თავკაცი - შონ დაიჩი და ვიტორ პერეირა. გარდა ამისა, ლონდონელები ყურადღებით აკვირდებიან ქოვენთრის მოქმედ დამრიგებელსაც, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობაში ფრენკ ლამპარდის სიმპათიებსაც არ მალავენ.

ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კრისტალ პალასს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლა ელის.

სხვა სტატიები