Belive

კრიშტიანუ რონალდუ ნაკრებში გამოსამშვიდოებებელი მატჩის ჩატარებას არ აპირებს

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარებაზე უარი თქვა. 41 წლის თავდამსხმელმა გადაწყვიტა, სანაკრებო კარიერა გამოსამშვიდობებელი შეხვედრის გარეშე დაასრულოს.

ამასთანავე, ის ჯერჯერობით არ არის მზად, გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟორჟ ჟეზუშთან ურთიერთობა აღადგინოს.

როგორც პორტუგალიური გამოცემა Observador საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ლეგენდარულმა ფორვარდმა ეროვნულ გუნდში თამაშის დასრულება ყოველგვარი საზეიმო ცერემონიისა და ცალკეული მატჩის გარეშე არჩია.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, პედრუ პროენსას, ამ საკითხის პირადად განხილვა ჰქონდა განზრახული როგორც 5 ოქროს ბურთის მფლობელთან, ისე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშთან. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ მის სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს ჟეზუშთან კონტაქტის სურვილი კვლავ არ აქვს. მათი ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც წინა სანაკრებო პაუზის დროს კონფლიქტი მოხდა, რის გამოც რონალდუმ გუნდის ბაზა დატოვა.

5 ნოემბერს კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

კრიშტიანუ რონალდუს სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი (234) აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლი (146) გატანილი.

სხვა სტატიები