Belive

"საბა გოგლიჩიძე რომასთან ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება" - იტალიური მედია

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველმა ფეხბურთელმა გასულ თამაშებში დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს, საბა გოგლიჩიძეზე სტატიას Mondo Udinese ავრცელებს. წყაროში ასევე წერია, რომ კოსტა რუნიაიჩი მომდევნო ტურის შეხვედრაში, რომას წინააღმდეგ ქართველს კვლავ სასტარტო თერთმეტეულში ათამაშებს.

იტალიური მედიის სტატია საბა გოგლიჩიძის შესახებ:

საბა გოგლიჩიძის უდინეზეში გადასვლა ნამდვილად ჭკვიანური ნაბიჯია. მცველი, რომელიც ამ ზაფხულს ემპოლიდან გადმოვიდა, რუნიაიჩის როტაციაში ყოველთვის რეგულარულად ფიგურირებდა. გუნდში ადაპტაციის საწყისი პერიოდის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის სასტარტო შემადგენლობაშიც.

შედეგებმა აჩვენა, რომ ჩატარებულ თამაშებში პასების მხრივ მცირე ხარვეზები იყო. ბოლო 4 შეხვედრა გოგლიჩიძემ უდინეზეს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ იუვენტუსთან შეცდომები დაუშვა, ორი პენალტი აიკიდა და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ამიტომ რუნიაიჩმა ის ატალანტას წინააღმდეგ აღარ ათამაშა. ამისდა მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი რომასთან გასამართ მატჩში შესაძლოა უდინეზეს სასტარტო თერთმეტეულში დაბრუნდეს. - Mondo Udinese

უდინეზე სერია A-ს ცხრილში 15 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება (4 მოგება, 3 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 ნოემბერს რომას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები