Belive

ჩაკვეტაძისა და გოგლიჩიძის შეფასება სტოკთან წაგებულ მატჩში

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის 38-ე ტურში სტოკ სიტიმ უოტფორდს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ქართველების გუნდი კიდევ უფრო შორდება ექვსეულს (ზონას, რომელიც პრემიერლიგაში დაწინაურების საშუალებას იძლევა).

გიორგი ჩაკვეტაძემ და საბა გოგლიჩიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს და ორივემ შეუცვლელად ითამაშა. ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, ჩაკვეტაძემ მეორე ასისტი შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ, ამ საგოლე მოქმედებამ უოტფორდს ვერ უშველა.

ანალიტიკისა და შეფასების ვებ-გვერდების მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძემ 6.7-დან 7.0-დე ქულა დაიმსახურა, 3 გაშვებული გოლის გამო კი, გოგლიჩიძის შეფასება გაცილებით ნაკლებია (5.9/6.1).

ამ მომენტისთვის, უოტფორდი 52 ქულით მეათე ადგილზეა, გუნდი მეექვსე ადგილს 8 ქულით ჩამორჩება - მომდევნო ტურში უოტფორდი ვრექსემს საკუთარ კედლებში მიიღებს.

სხვა სტატიები