დებიუტი ინტერთან | რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ?
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში ინტერმა უდინეზეს უმასპინძლა და 5:3 დაამარცხა.
მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც თეთრ-შავების მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 6,5
Whoscored - 6,1
Flashscore - 6,5
გიორგიმ, რომელიც ბურთს სულ 8-ჯერ შეეხო, 7-დან 5 ზუსტი გადაცემა შეასრულა (71%) და 1-დან 1 დუელი მოიგო.
უდინეზე 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 19 სექტემბერს, კალიარის წინააღმდეგ გამართავს.