მინდა ის მოედანზე უფრო დიდი ხნით ვიხილო: უდინეზეს მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა, კოსტა რაუნიჩმა, კალიარისთან მოახლებული მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა. 55 წლის ავსტრიელმა მწვრთნელმა შემადგენლობასა და საკუთარ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მათ შორის, გიორგი ჩაკვეტაძეზეც. რაუნიჩი ასევე, ნიკოლო ძანიოლოსა და ალესანდრო ძანოლის საკითხსაც შეეხო, რომელთაც ტრავმები აწუხებდათ.
ძანიოლო ჩვენთან იქნება. ჯერ, საბოლოოდ არ გადაგვიწყვეტია, როგორ გამოვიყენებთ მას. მან შესაძლოა, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს ან სათადარიგოთა სკამზე დარჩეს. რაც შეეხება ძანოლის, მან, ჯვარედინი იოგის ტრავმის შემდეგ, ძალიან ბევრი იმუშავა. ინტერთან მატჩის წინ, გადავწყვიტეთ, რომ მათ არ ეთამაშათ, რადგან დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის უფრო მეტი დრო ჰქონოდათ.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან ინტერთან კარგად ითამაშა და აჩვენა, რომ გამოცდილება აქვს. მინდა, ის მოედანზე უფრო დიდი ხნით ვიხილო. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ის რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია. - კოსტა რაუნიჩი.
იტალიის სერია A-ს ოთხი ტურის შემდეგ, უდინეზეს 4 ქულა აქვს და მე-13 პოზიციაზეა. რაც შეეხება კალიარის, ის 9 ქულით, მე-5 ადგილს იკავებს.