როტენი: ,,პსჟ-ს გულშემატკივრებმა მესის უნდა უსტვინონ''
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, რომელმაც ლეო მესი არაერთხელ გააკრიტიკა, არგენტინელზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
,,პარი სენ ჟერმენისთვის ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, მესის დაუმტკიცოს, რომ მისი წასვლის შემდეგ გუნდი გაიზარდა. სწორედ ამიტომ მინდა, რომ პარიზელებმა ლეო და ინტერ მაიამი მაგრად დაამარცხონ.
სერიოზულად ვამბობ - პსჟ-ს გულშემატკივრები სტადიონზე სასტვენებით უნდა მივიდნენ, რათა შანსი გამოიყენონ და მესის უსტვინონ.
ყველას გაკრიტიკება შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პსჟ-მა გადაგარჩინა. მესი ბარსელონამ გამოაგდო, რადგან მისთვის მისაცემი ხელფასი არ ჰქონდა, პსჟ-ს გარდა, ევროპაში სხვა ვერცერთმა გუნდმა ვერ შესთავაზა ლეოს სასურველი ანაზღაურება და გარდა ამისა, უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო. ჩვენ მშვენივრად გვესმოდა, რომ პარიზში სწორედ ამიტომ ჩამოვიდა.
ამის მიუხედავად, მან იწუწუნა და თქვა, რომ კლუბი პატივს არ სცემდა... მაგრამ, შენ პატივს სცემდი აქაურ ხალხს? ამბოდა, რომ მისი ოჯახი პარიზში თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა... იცით სად ცხოვრობდნენ? 500 კვადრატულ სახლში, ყველასგან დაცულები, შვილებისთვის კერძო სკოლით... და თქვენ გგონიათ, რომ ის მართლა გააბრაზეს? პარი სენ ჟერმენში მისი მონდომება საკმარისი არ იყო, ეს ყველამ ნახა, მაგრამ ამის თქმის გამბედაობა არ აქვთ, რადგან საუბარი ლეო მესიზეა.'' - ჟერომ როტენი
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ერთმანეთს პარი სენ ჟერმენი და ინტერ მაიამი შეხვდებიან. მატჩი კვირას, 29 ივნისს გაიმართება.
🗣️ Jérôme Rothen au sujet de Lionel Messi 🇦🇷 : « 𝗝’𝗔𝗜 𝗘𝗡𝗩𝗜𝗘 𝗤𝗨𝗘 𝗟𝗘 𝗣𝗦𝗚 𝗟𝗨𝗜 𝗘𝗡 𝗠𝗘𝗧𝗧𝗘 𝗨𝗡𝗘 𝗕𝗢𝗡𝗡𝗘. » 😳
— Actu Foot (@ActuFoot_) June 24, 2025
« Que l’histoire est belle, Messi pensait finir loin du PSG, tu retrouves le PSG champion d’Europe…
𝗖’𝗘𝗦𝗧 𝗟𝗘 𝗠𝗘𝗜𝗟𝗟𝗘𝗨𝗥 𝗠𝗢𝗬𝗘𝗡… pic.twitter.com/zL1p7Xfjzb