Belive

რონალდუმ მესის აჯობა და ყველა დროის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. 41 წლის ფეხბურთელს ეს მიღწევა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამაც მიულოცა. ერთთვიანი საჯარო ონლაინ კენჭისყრის შემდეგ, კრიშტიანუმ, France Football-ის მიერ დაწესებული ჯილდოსთვის ბრძოლაში, ლეო მესის მცირე უპირატესობით აჯობა.

პორტუგალიელი, 2007/08 წლების სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედში ნაჩვენები შედეგების გამო გამოარჩიეს. რონალდუმ, ამ წლებში, ყველა ტურნირზე 42 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ წარმატებებმა მას პირველი ოქროს ბურთიც მოუტანა.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: "2008 წლიდან მარადისობამდე. ყველა დროის საუკეთესო ოქროს ბურთის მფლობელი პორტუგალიელია. გილოცავ კაპიტანო!"

რონალდუს ახალი მიღწევა მანჩესტერ იუნაიტედმა და მადრიდის რეალმაც აღნიშნეს. პორტუგალიელს ოქროს ბურთი, კარიერაში, ხუთჯერ აქვს მოგებული. 2008, 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში. ამასთან ერთად, რონალდუ, 1000 გოლის გატანას უახლოვდება. ამ ეტაპზე, მის ანგარიშზე 981 კარიერული გოლია. ისტორიულ შედეგამდე, მას სულ რაღაც 19 გოლი აშორებს. გარდა ამისა, ის სანაკრებო დონეზე, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და პორტუგალიის ნაკრებში 143 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები