Belive

ოფიციალურად: მესი ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას გამოტოვებს

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეო მესიმ გადაწყვიტა, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწროს. ესპანური სპორტული გამოცემა "Marca"-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი, ღონისძიებას დატვირთული კალენდრისა და კლუბის წინაშე არსებული ვალდებულებების გამო ვერ დაესწრება.

მესიმ ეს გადაწყვეტილება ფორმის შესანარჩუნებლად და MLS-ის მიმდინარე სეზონზე სრულად კონცენტრირებისთვის მიიღო. მატჩებისა და მგზავრობის დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, სამწვრთნელო შტაბმა და თავად მესიმ, პრიორიტეტი ფიზიკური ფორმის აღდგენასა და ვარჯიშს მიანიჭეს, სოციალური ღონისძიებები კი, მეორე პლანზე გადაიტანეს.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ინტერ მაიამის 55 ქულა აქვს და პლეი-ოფშიც გარანტირებულად ითამაშებს. გუნდი მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, ცინცინატის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები