Belive

პაუ კუბარსის მბაპე რონალდუსა და მესიზე უკეთესი თავდამსხმელი ჰგონია

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-მა ბარსელონას ცენტრალურ მცველს, პაუ კუბარსის შესთავაზა, 5 თავდამსხმელი რიგითობის მიხედვით ისე გადაენაწილებინა, რომ მომდევნო არ სცოდნოდა (პირველზე - საუკეთესო, მეხუთეზე - შედარებით უარესი).

პირველი თავდამსხმელი, რომელიც კუბარსის შეხვდა, დემბელე იყო - ესპანელმა ის მეოთხე ადგილზე გაიყვანა. შემდეგი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელსაც კუბარსიმ მესამე ადგილი არგო. მესიზე ფიქრობდა, რომ პირველი ან მეორე ეკუთვნოდა, თუმცა როგორც კი მბაპეს გვარი დაუსახელეს, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო და მბაპე პირველ ადგილზე გაიყვანა. ვინისიუს ჟუნიორს ბოლო, მეხუთე ადგილი შეხვდა.

View this post on Instagram

A post shared by ESPN UK (@espnuk)

სხვა სტატიები