უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა
უსმან დემბელემ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც ქართველმა ფეხბურთელმა, ბარსელონასთან მატჩში, მოედანი ტრავმის გამო დატოვა. პარიზულმა კლუბმა, ტრავმის შესახებ, ოფიციალური განცხადება დღეს გაავრცელა. სამედიცინო გამოკვლევებით დადასტურდა, რომ კვარას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი.
ფრანგულმა გრანდმა ისიც დაადასტურა, რომ პარიზელთა შვიდიანი, უახლოეს დღეებში, ოპერაციას გაიკეთებს. ფრანგმა ფეხბურთელმა კი, ქართველი თანაგუნდელი გაამხნევა და საკუთარი ინსტაგრამის სთორიში, შემდეგი სტყვებით მიმართა: "გამაგრდი კვარა, ძალა მოიკრიბე".
კვარაცხელიას ახლა წინ რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი ელის. პსჟ-სთვის, ქართველი ფეხბურთლის არ ყოფნა მძიმე დარტყმაა. მაგრამ როგორც თავად ხვიჩამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, პსჟ-შიც იმედოვნებენ, რომ კვარცხელია ტრავმის მოშუშების შემდეგ, უფრო ძლიერი დაბრუნდება.
La story d’Ousmane Dembélé en soutient à Kvara ❤️ pic.twitter.com/4IG5tXJXxI
— lélé ❤️💙 (@Julien_27LS) October 21, 2026