Belive

პსჟ-ს ულტრასების ემოციური წერილი ხვიჩა კვარაცხელიას

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიმდინარეობისას დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო,

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, პსჟ-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, უახლოეს დღეებში კი მას ოპერაცია ჩაუტარდება.

პსჟ-ს ფან-კლუბმა ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და მისი ტრავმის შესახებ მესიჯი გაავრცელეს.

''მებრძოლი არასდროს ნებდება!

ტრავმებმა შესაძლოა ჩემპიონი დროებით შეაფერხოს, მაგრამ მის მებრძოლ სულს ვერასდროს გატეხს.

ხვიჩა, შენ ამ მაისურისთვის ყოველთვის ყველაფერი გაიღე - შენი ნიჭით, თავდადებითა და მთელი გულით.

ახლა ჩვენი ჯერია, რომ ეს ძალა და მხარდაჭერა შენ დაგიბრუნოთ.
არ იჩქარო, გამოჯანმრთელდი და დაბრუნდი კიდევ უფრო ძლიერი. მთელი პარიზი შენ გვერდითაა!

მალე გამოჯანმრთელდი, მებრძოლო!." - პსჟ-ს ულტრასები

პარი სენ-ჟერმენისა და ბარსელონას მატჩის მიმდინარეობისას პარიზულმა გუნდმა 3 იძულებითი ცვლილება გააკეთა, ხვიჩა კვარაცხელიას ცვლილების გარდა მათ ასევე მარკინიოსის და დემბელეს შეცვლაც მოუწიათ.

ამ დროისთვის პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფაზას 3 ტურის შემდეგ 9 ქულით ლივერპულთან ერთად ლიდერობს.

სხვა სტატიები