Belive

პედრი: "რეალთან სულელური შეცდომების გამო დავმარცხდით"

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას ნახევარმცველმა, პედრიმ, რეალთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, კატალონიელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამისთვის დაისაჯნენ. 23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ამ თემაზე, მატჩის შემდგომ ინტერვიუში ისაუბრა.

პირველ ტაიმში საკუთარ თავს არ ვგავდით. შეგვეძლო, ბევრი რამ უკეთ გაგვეკეთებინა. მეორე ტაიმში ანგარიში გავათანაბრეთ, თუმცა მეორე გოლის დროს, დაცვაში შეცდომა დავუშვით. პირველ ტაიმში ძალიან ნელა ვთამაშობდით და ბურთს ხშირად სულელურად ვკარგავდით. ასეთ შეცდომებს კი, შედეგი ყოველთვის მოჰყვება. - პედრი

მბაპემ რეალი პირველ ტაიმში დააწინაურა. ანგარიში კი მოერე ტაიმში რაფინიამ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, ედუარდო კამავინგას სწრაფი შეტევა, მბაპეს მეორე გოლით დასრულდა. ეს ფრანგისთვის, რეალის მაისურით, მე-100 გოლი იყო.

ამ მარცხის მიუხედავად, ბარსელონა კვლავ ლა ლიგის ლიდერია. კატალონიელები მომდევნო მატჩს, შაბათს, საკუთარ მოედანზე, ალავესის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები