ჰანსი ფლიკი: "იმიტომ წავაგეთ, რომ რეალს სიახლეები ვერ შევთავაზეთ"
„ელ კლასიკოში“ რეალთან განცდილი მწარე მარცხის შემდეგ, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ემოციები ვერ დამალა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელმა სპეციალისტმა დაძაბული კალენდრისა და დაღლილობის ფაქტორზე ღიად ისაუბრა, მან კატეგორიულად უარყო ამის მარცხის მთავარ მიზეზად დასახლება. ბარსელონამ საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ 1:2 წააგო, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელი უკიდურესად გააღიზიანა.
პრესკონფერენციის დროს ფლიკის ტონალობა საგრძნობლად შეიცვალა და ჟურნალისტებს მკაცრი შეკითხვებით მიმართა.
„ელ კლასიკოში“ მთავარ პრობლემად ფლიკმა ფეხბურთელების მხრიდან სიახლისა და ენერგიის ნაკლებობა დაასახელა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფიზიკური აღდგენა მთავარი პრიორიტეტი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სანაკრებო პაუზამდე გუნდს კიდევ სამი მატჩი ელის. აღდგენითი პროცესის გეგმა უკვე შედგენილია: ნაკრების წევრები ორდღიან დასვენებას მიიღებენ, დანარჩენი შემადგენლობა კი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.
„სამწუხარო მარცხი იყო - ამ მატჩზე ბევრის საუბარი არ მსურს, რადგან ამ მარცხში ყველას ბრალეულობაა და არა კონკრეტული ფეხბურთელების.
მთავარი მიზანი ამ მატჩიდან ანალიზის გამოტანა, ამაზე მუშაობა და ამ მატჩის მალე დავიწყებაა.
ენერგიის აღდგენა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბზე არ არის დამოკიდებული. ყველასგან მოითხოვება სწორი გადაწყვეტილებების მიღება მოედნის მიღმა, რათა გუნდმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს და გამარჯვებები მოიპოვოს.
მარცხის შემდეგ ამ თემების წამოწევა შესაძლოა თავის მართლებას ჰგავდეს. არ მინდა შედეგი გავამართლო - მსგავს გარემოებებზე საუბარი გამარჯვებისას მირჩევნია, რათა ჩემს სიტყვებში პასუხისმგებლობის არიდება არ დაინახონ." - ჰანსი ფლიკი
მიუხედავად იმისა, რომ „ელ კლასიკოში“ განცდილმა მარცხმა კატალონიელებს მტკივნეული დარტყმა მიაყენა, ბარსელონა სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიციებს მაინც ინარჩუნებს.
ჰანსი ფლიკის გუნდი ამჟამად მეორე პოზიციაზე მყოფ ატლეტიკოს ორი ქულით უსწრებს, ხოლო რეალთან სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა წინ კი სეზონის საკმაოდ დიდი და საინტერესო პერიოდია დარჩენილი.